საქართველო: ტაქსის მძღოლების ახალ პროფკავშირს სოლიდარობა სჭირდება
![]() ![]() | In partnership with the Professional Union of Private Sector Employees of Georgia - Labor |
საქართველოში ტაქსის მძღოლები წლების განმავლობაში მუშაობენ რთულ და ხშირად უსამართლო პირობებში, რაც სექტორში იწვევს მზარდ უკმაყოფილებას და პროტესტს. ამ ვითარებაზე პასუხად, მძღოლებმა დააფუძნეს ტაქსის მძღოლების პირველადი პროფკავშირი, რომელიც გაწევრიანდა საქართველოს კერძო სექტორის დასაქმებულთა პროფესიულ კავშირში (ლაბორი), რათა კოლექტიურად დაიცვან შრომითი უფლებები და გააუმჯობესონ სამუშაო პირობები. კამპანიის მიზანია პლატფორმა კომპანიებთან კონსტრუქციული მედიაციის პროცესის დაწყება, ძირითადი მოთხოვნების განხილვისთვის, მათ შორის: სამართლიანი საკომისიო ტარიფები, მინიმალური ტარიფის დაწესება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საცობებში დაკარგული დროის ანაზღაურება, პლატფორმების სამართლიანი პოლიტიკა. ასევე, კამპანია მოითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მიღწეული რეფორმების გრძელვადიანი განხორციელება.


