ეს კამპანია დასრულდა.



საქართველო: სოლიდარობა გაფიცულ ბორჯომელ მუშებს

კვების, მეურნეობის, სასტუმროს, რესტორნის, სურსათის მიწოდების, ტურიზმის, თამბაქოს და მასთან დაკავშირებული მუშაკთა ასოციაციების საერთაშორისო კავშირისა და საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის პარტნიორობით

ბორჯომში, საქართველო, IDS Borjomi მინერალური წყლის მწარმოებელ ორ ქარხანაში თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობის გაფიცვა დაიწყო 2022 წლის 31 მაისს. მათ გააპროტესტეს 50 მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება, მათ შორის არის პროფკავშირის ლიდერი ცოტნე კიკნაძე. გაფიცული მუშების პროტესტის საგანი გახლდათ არასტაბილური სამუშაო, ხელფასების შემცირება და კომპანიის მიერ პროფკავშირის საწევრო ანარიცხების მოპარვა.

მიუხედავად მენეჯმენტის მცდელობისა დააშინოს, დაემუქროს და დააშანტაჟოს მუშები, მათ გადაწყვეტილი აქვთ გაიფიცონ და ორივე ქარხნის პიკეტირება მოახდინონ მანამ, სანამ მათი უფლებები არ აღდგება. დაახლოებით 400 თანამშრომელი ითხოვს: ყველა თანამდებობიდან გათავისუფლებული მუშაკის აღდგენას, პროფკავშირის ლიდერის ჩათვლით; ახალი კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის მუდმივ სამუშაოს; პროფესიული კავშირის წინაშე დავალიანების გადახდას; მუშაკთა უფლებების უხეშად დამრღვევი მენეჯერების გათავისუფლებას და ხელფასების გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ 13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს დაავალა ხელი შეუწყონ მუშებსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებებს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა მთავრობაზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ გაფიცულთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება. *უყურეთ ვიდეოს* და გთხოვთ, გაუგზავნოთ მესიჯი საქართველოს მთავრობას, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყონ გაფიცულ მშრომელთა უფლებების დაცვა.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
agritradeunion@gmail.com, info@moh.gov.ge, m.akhmeteli@ids-borjomi.com, info@ctf.ru