ეს კამპანია დასრულდა.



საქართველო: ახალი შრომითი კანონმდებლობის დროა!

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით.

შრომის უსაფრთხოების ნორმების ნორმების დაწესების მოთხოვნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დღის წესრიგში ათ წელზე მეტს ითვლის. 2006 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ შრომის ინსპექციის გაუქმების შემდეგ, თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს სამუშაო ადგილებზე ლეტალურ შემთხვევებს. არსებული სტატისტიკა საგანგაშოა - სამუშაო პროცესში გარდაცვლილია 460 ადამიანი და 796-მა მიიღო ფიზიკური ტრამვები და ეს ციფრები მუდმივად იზრდება. სამწუხაროდ, დღემდე, საქართველოს ხელისუფლება შსო-ს ფუნდამენტური კონვენციების რატიფიკაციას განიხილავს როგორც საფრთხეს ბიზნესისათვის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიუხედავად, მას დღემდე არ შეუქმნია ქმედითი შრომის ინსპექცია. 2018 წლის თებერვალში, მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა სრულიად „ცარიელი“ შრომითი ინსპექციის კანონპროექტი, რომელსაც არ ექნება უფლება თავისუფლად შეამოწმოს ყველა საწარმო, მოახდინოს შრომითი უფლებების ინსპექტირება ან დააწესოს შესაბამისი სანქციები გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში. საქართველოს ესაჭიროება ქმედითი და ეფექტური შრომის ინსპექცია და ღირსეული შრომის სტანდარტები.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
fordecentwork@gmail.com