ეს კამპანია დასრულდა.



ბელორუსი: შევაჩეროთ ძალადობა - დავიცვათ დემოკრატია და ადამიანის უფლებები

````
In partnership with BITU, BCDTU, the International Trade Union Confederation, the European Trade Union Confederation, IndustriALL Global Union, and the International Union of Foodworkers.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს ჩატარდა. არჩევნები კიდევ ერთხელ აშკარად გაყალბდა ბელარუსის მრავალწლიანი მმართველის ლუკაშენკოს სასარგებლოდ. ამან ხალხის პროტესტის ქარიშხალი გამოიწვია. უშიშროების ძალებმა უპრეცედენტო ტერორით უპასუხეს - მასობრივი დაპატიმრებები, ცემა და მომიტინგეების წამება. მთელი ქვეყანა მუშაობის სპონტანური შეწყვეტების ტალღამ მოიცვა. დასაქმებულებმა დაიწყეს გაფიცვის კომიტეტების შექმნა, რათა მოემზადონ ქვეყნის მასშტაბით საერთო გაფიცვისთვის დემოკრატიული ცვლილებების მხარდასაჭერად. გაფიცულთა მოთხოვნები შემდეგია: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ძალადაკარგულად აღიარება, ყველა პოლიტპატიმრის და დემონსტრანტის გათავისუფლება, გაფიცვის მონაწილეთა დევნის თავიდან აიცილება და მოკლევადიანი ხელშეკრულებების სისტემის გაუქმება. ადმინისტრაცია და უსაფრთხოების სამსახურები უდიდეს ზეწოლას ახდენენ გაფიცულებზე, გაფიცვის კომიტეტის წევრებზე და მათ ოჯახებზე. ბევრს თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. აქტივისტები დაკავებულნი არიან უსაფრთხოების სამსახურების მიერ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ შევაჩეროთ ძალადობის ტალღა.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
info@belpc.by, mail@mfa.gov.by, bnpsoligorsk@gmail.com, cr@sovrep.gov.by