ეს კამპანია დასრულდა.



ბრაზილია: ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე განხორციელებული შეტევების დასრულება

„Public Service s International”-თან (გლობალური კავშირის ფედერაცია, რომელიც აერთიანებს 700-ზე მეტ პროფკავშირს 30 მილიონზე მეტი დასაქმებულით 154 ქვეყანაში) და „ Sindsaúde-SP“ - თან (ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფკავშირი რომელიც წარმოადგენს 25000 დასაქმებულს სან-პაულოში)

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ ბრაზილიის მთავრობის რეაგირება კოვიდ-19 კრიზისზე ფასდება ყველაზე ცუდად მთელს მსოფლიოში, რადგან სახეზეა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სოციალური დისტანცირების ძირითადი პრაქტიკის საჯაროდ დარღვევის შემთხვევები და აქტიური საბოტაჟი ვაქცინების მოპოვების მცდელობებზე. სან-პაულოს შტატის ჯანდაცვის ორგანოებმა არ მოამზადეს ჯანდაცვის სისტემა ისე რომ მას რეაგირება მოეხდინა კოვიდ-19 კრიზისზე. 2020 წლის მარტში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირი - „ Sindsaúde-SP -იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის, რათა ჯანდაცვის სახელმწიფო სამდივნოსთან მომხდარიყო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ დაწყებულიყო ერთობლივი მოლაპარაკებები პანდემიაზე რეაგირებისა, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის პერსონალური დამცავი საშუალებების და კოვიდ-19 ტესტირების მიმართულებით. პერსონალური დამცავი საშუალებებისა და საშინელი შრომის პირობების შესახებ რამდენიმე საჩივარი საჯაროდ გამოქვეყნდა. პროფკავშირის ლიდერებთან ედსონ ფედელინოსთან და მარილურდეს სილვა დე ფარიასთან ჩაიწერა ინტერვიუ. ნაცვლად იმისა რომ ესაუბრათ დასაქმებულ ადამიანებთან და მათ პროფკავშირთან ამ პრობლემების გადასაჭრელად, ზემოდასახელებული ადამიანების დამსაქმებელმა გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებისთვის შეეჩერებინა უფლებრივი მდგომარეობა და არ მიეცა 30 დღის ანაზღაურება. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ პროფკავშირის ამ ლიდერებს და მოითხოვოთ მათთვის უფლებრივი მდგომარეობის შეჩერების დაუყოვნებლივი შეცვლა.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
sec-gs@hcrp.usp.br, jgorinchteyn@saude.sp.gov.br, governador@sp.gov.br, secretariageral@sindsaudesp.org.br, pgegpg@sp.gov.br