ეს კამპანია დასრულდა.



კოლუმბია: დაასრულეთ სასიკვდილო მუქარა Fresenius-ის პროფკავშირის წარმომადგენლების მიმართ


In partnership with Public Services International – PSI, a Global Union Federation of more than 700 trade unions representing 30 million workers in 154 countries, UNI Global Union, that represents 20 million workers from over 150 different countries primarily employed in the service sector, IndustriALL which represents 50 million workers in 140 countries in the mining, energy and manufacturing sectors and the, Fresenius Global Union Alliance that brings together more than 50 trade unions from all over the world.

ჯანდაცვის მუშაკები გლობალურად აღიარებულნი არიან, როგორც COVID-19 პანდემიის გმირები. მთელს მსოფლიოში მრავალი ჯანდაცვის მუშაკი გაერთიანდა პროფკავშირში, რათა მოლაპარაკება დაეწყოთ უფრო უსაფრთხო სამუშაო პირობების შესახებ. როდესაც კოლუმბიაში გერმანული მრავალეროვნული ჯანდაცვის კომპანიის - Fresenius-ის მუშაკებმა შექმნეს პროფკავშირები და დაიწყეს მოლაპარაკებები, ამ დროს მათ არჩეულ ლიდერებს სიკვდილით დაემუქრნენ. აქტივისტებისა და პროფკავშირისტებისთვის მრავალი წლის განმავლობაში კოლუმბია აღიარებულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად. კოლუმბიის სახელმწიფო ადასტურებს, რომ მხოლოდ 2021 წელს სოციალური მოძრაობის 145 ლიდერი მოკლეს. როდესაც კოლუმბიის პროფკავშირების ლიდერებს ემუქრებიან, ისინი ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ჯულიან პარა და კლაუდია ლოპესი ორივე Quironsalud-ის (Fresenius შვილობილი კომპანიის) მუშაკები არიან, ვისაც სიკვდილით დაემუქრნენ. კლაუდიამ ამ მუქარის დეტალები ადგილობრივ პოლიციას განუცხადა. ჯულიანი კი კოლუმბიიდან გაიქცა. ორივემ მოითხოვა, რომ მათ გერმანელ დამსაქმებელს საჯაროდ დაეგმო ეს და ყველა მსგავსი მუქარა. Fresenius & Quironsalud-მა კი უგულებელყო და უარყო განმეორებითი ოფიციალური მოთხოვნები კოლუმბიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. შეუერთდით კლაუდიას, ჟულიანს, PSI-ს, UNI Global Union-ს, IndustriALL-სა და Fresenius Global Union Alliance-ს მოწოდებაში, რომ მოითხოვოთ Fresenius-ისგან ამ ფაქტების დაუყოვნებლივი და უპირობოდ დაგმომა და კეთილსინდისიერად მოლაპარაკების წარმოება Fresenius-ის მუშაკთა არჩეულ პროფკავშირთან. დუმილის ნაცვლად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები მათი თანამშრომლების მიერ შექმნილ პროფკავშირთან.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
sebastian.biedenkopf@fresenius.com, Stephan.sturm@fresenius.com, jcga@quironsalud.es, idelpon@quironsalud.es, gbartolome@quironsalud.es, jorge.henao@quironsalud.es, jorge.henao@quironsalud.es, rechumanos@clinicamedellin.com, presidenciabi@clinicadelamujer.com.co, jtalentoh@clinicadelamujer.com.co, rafael.gonzalez@imbanaco.com.co, jtrejo@imbanaco.com.co, ghumana.recepcion@imbanaco.com.co, gerencia@imbanaco.com.co, jcposada@clinicalasvegas.com, gestionhumana@clinicalasvegas.com, edgar.aldana@imbanaco.com.co