ეს კამპანია დასრულდა.



კოლუმბია: დასრულდეს ძალადობრივი შეტევები მომიტინგეებზე

"Public Services International" -თან (გლობალური კავშირის ფედერაცია 700-ზე მეტი პროფკავშირით, რომელიც წარმოადგენს 30 მილიონ მშრომელს 154 ქვეყანაში) და "PSI’s Colombian affiliates"- თან (501 რეგისტრირებული არაკომერციული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლუმბიის წევრ ორგანიზაციებთან) თანამშრომლობით.

2021 წლის 28 აპრილიდან კოლუმბიელი ხალხი გაიფიცა. გაფიცვა წარმოიშვა საგადასახადო რეფორმის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც გაიზარდა გადასახადები ისეთ საბაზისო საარსებო საშუალებებზე როგორებიცაა კვების პროდუქტები და ასევე აუცილებელ სერვისებზე წყალმომარაგებაზე, ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე და სანიტარიულ პირობებზე. გაფიცვა დაიწყო იმის მოთხოვნით, რომ მთავარობასთან ეროვნული გაფიცვის კომიტეტის მიერ მთავრობისთვის წარდგენილი გადაუდებელი გეგმის თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულიყო. მოსახლეობის ფართო ფენამ მონაწილეობა მიიღო კოლუმბიის ქუჩის პროტესტებში, მათ შორის იყვნენ 501 რეგისტრირებული არაკომერციული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლუმბიის წევრი ორგანიზაციები, კერძოდ ახალგაზრდული ორგანიზაციები. კოლუმბიის პრეზიდენტის, ივან დუკეს მთავრობამ აღნიშნულ პროტესტს სასტიკი რეპრესიებითა და ძალადობით უპასუხა. მობილიზაციის დაწყებიდან ეროვნულმა გაფიცვის კომიტეტმა დაგმო პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის მინიმუმ 2,387, გარდაცვალების 50, დაშავების 578 (აგრესიის შედეგად თვალით დაშავების 40 ), გაუჩინარების 524, თვითნებური დაკავების 1200, ქალთა მიმართ ძალადობის 21 და გენდერული ძალადობის 87 შემთხვევა, რაც წარმოქმნის დიდი პოპულაციის ჰუმანიტარულ კრიზისს. მიუხედავად ამისა კოლუმბიელები ჯერ ისევ ქუჩებში არიან და ამასთან ისინი გამარჯვებულებიც არიან. საგადასახადო სისტემა დაშლილია, ფინანსთა მინისტრი შეიცვალა და კანონი ჯანდაცვის პრივატიზაციის შესახებ გააუქმეს. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. შემოუერთდით კოლუმბიელი ხალხის მოთხოვნებს , რათა მთავრობამ შეწყვიტოს სახელმწიფოებრივი ძალადობა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ეროვნული გაფიცვის კომიტეტთან და დაეთახმოს ადამიანის უფლებათა ამერიკული კომისიის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც უნდა გაიმართოს სამუშაო ვიზიტები კოლუმბიაში.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
ivanduque@presidencia.gov.co, contacto@presidencia.gov.co, usuarios@mindefensa.gov.co