ეს კამპანია დასრულდა.



მიანმარი: გაერომ უნდა შეაჩეროს სამხედრო „ხუნტა“

ამ გლობალურ კავშირებთან თანამშრომლობით:

2020 წლის გადატრიალების შემდეგ, რომელმაც დაამხო მიანმარის დემოკრატიული მთავრობა, სამხედრო „ხუნტა“-მ მოკლა 2000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის პროფკავშირელები და ბავშვები, დააპატიმრეს 14000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დევნილად იქცა 1 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ წელს, ძალადობისა და დაუსჯელობის ახალ ტალღაში , სამხედრო „ხუნტამ“ საჯაროდ სიკვდილით დასაჯა დემოკრატიის 4 აქტივისტი და კიდევ გეგმავს 41 პოლიტპატიმარის სიკვდილით დასჯას. დიქტატურამ ასევე მიუსაჯა სახელმწიფო მრჩეველ აუნ სან სუ ჩის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მძიმე შრომით და უარყო საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, მათ შორის რაც ჩაიდინეს „სამხრეთ აზიის ერების ასოციაციის“ (ASEAN) ხუთპუნქტიანი კონსენსუსის მიხედვით. სამხედრო „ხუნტას“ თავხედური სისასტიკე გრძელდება. 2022 წლის 13 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA) 77-ე სესიის გახსნის დღეს, სამხედრო „ხუნტამ“ დააპატიმრა 5 პროფკავშირელი მიანმარის პროფკავშირების კონფედერაციიდან (CTUM). ანგარიშების მიხედვით პროფკავშირისტები სასტიკად სცემეს, ერთს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. ეს უნდა დასრულდეს. სოლიდარული და დემოკრატიული სულით, გლობალური პროფკავშირების საბჭო (CGU) გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე (UNGA) მოუწოდებს: 1. ეროვნული ერთიანობის მთავრობის (NUG) რწმუნებათა სიგელების მიღებას 2. ბატონ კიავ მო ტუნის გაეროში მიანმარის მუდმივ წარმომადგენლად კიდევ ერთხელ დამტკიცებას 3. საერთაშორისო სისხლის სასამართლოში (ICC) 2018 წელს გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხედრო „ხუნტაზე“ მის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშულებისთვის. 4. ხოლო უშიშროების საბჭომ დაამტკიცოს მიანმარზე იარაღის ემბარგო გაეროს ასოციაციის 75/287 რეზოლუცის საფუძველზე და დააკისროს ეკონომიკური სანქციები სამხედრო „ხუნტას“.




თქვენი შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე :
hucons.nyf@mfa.gov.hu, info.ny@mfa.gov.hu